ხუმრობით ხშირად ვამბობ ხოლმე “ჩემ კოდს ბაგი არ აქვს” მაგრამ ეს რათქმაუნდა ასე არ არის და ვერც იქნება.

ბაგი ყველაფერს აქვს დიდ თუ პატარა პროექტებს. არ აქვს მნიშვნელობა პროექტს google აკეთებს თუ ყველასთვის უცნობი კომპანია. ბაგი მაინც ყველგან არის გადახედეთ ნებისმიერი open source პროექტის კომიტებს, ნახევარი ბაგების გასწორებას მიაქვს.

ისმის კითხვა როგორ უნდა მოვიქცეთ?

უნდა მოვემზადოთ!

უნდა გავაფრთხილოთ კლიენტი რომ უშეცდომო პროგრამისტი არ არსებობს,

უნდა მოვემზადოთ იმისთვის რომ გაშვებულ პროეტქს დაჭირდება ცვლილებები,

ზუსტად რა უნდა ვუთხრათ კლიენტს ეს მე არ ვიცი მაგრამ შემიძლია გითხრათ როგორ უნდა მოვემზადოთ გაშვებულ პროექტში ცვლილებების შეტანისათვის

უნდა ვიქონიოთ პროეტქის ასლი დეველოპმენტისთვის რომელშიც საჭიროების შემთხვევაში ჩავატარებთ debug-ს ან გავტესტავთ ახალ კოდს სანამ გადავიტანთ production-ში

უნდა გვქონდეს სხვადასხვა ხელსაწყოები debug ის რაც შეიძლება კომფორტულად გასაკეთებლად

ბევრ framework-ს მოყვება მსგავსი ხელსაწყოები

უნდა გვქონდეს პროეტქის პროექტი :D IDE ში რომელშიც ვმუშაობთ რომ 2 წუთის საქმეს არ დაჭირდეს 2 საათი იმიტომ რომ არ გვახსოვს სად შევინახეთ ftp მონაცემები სად არის development ვერსია etc.

უნდა გავითვალისწინოთ რომ ბრაუზერებს აქვთ ქეშირებული ჩვენი js და css ფაილები ასევე ფოტოები და ფონტები

და თუ ამ ფაილებს შევცვლით რაიმე მეთოდით უნდა ვანიშნოთ ბრაუზერს რომ ფაილი შეიცვალა და ის ახლიდან უნდა გადმოწეროს ყველაზე მარტივი მეთოდია ფაილის ლინკების ბოლოს კითხვის ნიშნის და ვერსიის მიწერა ?1.2

Conclusion

უშეცდომო პროგრამისტი არ არსებობს და ყველაზე დიდი შეცდომაა გქონდეთ იმედი რომ არ დაუშვებთ შეცდომას და არ მოემზადოთ ამისათვის

მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას TDD-ს შესახებ რომ შევამციროთ დაშვებული შეცდომების რაოდენობა